მედია: დრონებით შეტევა ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე - ცეცხლი გაუჩნდა თბოელექტროსადგურებსა და ქიმიურ ქარხნებს

12.06.26 10:37
მედია: დრონებით შეტევა ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე - ცეცხლი გაუჩნდა თბოელექტროსადგურებსა და ქიმიურ ქარხნებს

წუხელ ღამით დროებით თავდასხმა იყო ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის რეგიონებზე - მომხდარის შედეგად თბოელექტროცენტრალსა და ქიმიურ ქარხნებში ხანძარი გაჩნდა. 

როგორც უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით იუწყება, დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივი თბოელექტროცენტრალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით დარტყმა განხორციელდა რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის სამრეწველო ზონაზე. აფეთქებების შემდეგ „ტოლიატიკაუჩუკის“ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

დრონებით თავდასხმა განხორციელდა თათრეთის რესპუბლიკაში, ნიჟნეკამსკნეფტეხიმის ქარხანააზე. ქარხანა 120-ზე მეტი სახეობის პროდუქტს, ძირითადად სინთეზურ რეზინას და პლასტმასს, აწარმოებს.

ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა სიმფეროპოლის, ნიჟნეგორსკის და კრასნოგვარდეისკის რაიონებში. საჰაერო თავდაცვის აქტივობა და აფეთქებები ასევე დაფიქსირდა „საკის“ სამხედრო აეროდრომის მახლობლად.

მსგავსი სიახლეები