ევროკავშირი უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას ოფიციალურად ადასტურებს
ევროკავშირი უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას ოფიციალურად ადასტურებს. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებიდან ირკვევა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების პირველი კონფერენციები 15 ივნისს გაიმართება.
15 ივნისს, ევროკავშირის 2026 წლის კვიპროსის თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაწევრიანების პირველ კონფერენციებს გავმართავთ უკრაინასთან და მოლდოვასთან პირველი კლასტერის - ფუნდამენტების გასახსნელად.
კვიპროსის თავმჯდომარეობა ამაყობს, რომ ბევრს ვმუშაობდით ამ შედეგის მისაღწევად.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპია და აღიარებაა ორი კანდიდატის მისწრაფებების, სიმყარისა და დაუღალავად მუშაობის, რომლებმაც ევროპა და მისი ღირებულებები აირჩიეს.
მაშინ როდესაც ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ერთად ვდგამთ, ხელახლა ვადასტურებთ, რომ ევროკავშირი უძლიერესია, როდესაც ერთიანია, პრინციპულია და ღიაა მათთვის, ვინც მისი ღირებულებების ერთგულია," - წერია განცხადებაში.