ტეხასის ქალაქ მიდლენდში სროლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 9
ტეხასში, ქალაქ მიდლენდში, სროლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავებული კი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მიდლენდის მერის, ლორი ბლონგის განცხადებით, ოფიცრებმა სროლის შესახებ პირველი ზარები ადგილობრივი დროით 8:03 საათზე (14:03 GMT) მიიღეს. სროლის დაწყებიდან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, ეჭვმიტანილი ოფიცრებთან დაპირისპირებაში იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
მიდლენდის მემორიალურმა საავადმყოფომ განაცხადა, რომ მათ 9 დაშავებული პირი მიიღეს, მათგან ოთხს ოპერაცია უტარდება.