ევროკავშირმა უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა - ზელენსკის პირველი გამოხმაურება
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას X-ზე ეხმაურება.
ზელენსკის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, შემდეგი კლასტერის გასახსნელად ყველაფერი გაკეთებულია.
უკრაინა საკუთარ თავს და ამასთან, მთელ ევროპას იცავს. უკრაინა იმას აკეთებს, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ თავის სიტყვას ევროკავშირიც ასრულებს. პირველი კლასტერის გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა... ასევე, მოლდოვასაც ვულოცავთ ამ ნაბიჯს, რომელსაც ერთად ვდგამთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.