მედია: უკრაინული დრონები რუსულ ობიექტებს უტევენ - ხანძარია კრასნოდარის მხარეში მდებარე საზღვაო ტერმინალში
უკრაინული დრონები რუსული ქალაქებისკენ მიფრინავენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასობით საფრენ აპარატს სამიზნეში სამხედრო და ეკონომიკური ობიექტები ყავს ამოღებული. მიზანი რუსეთის რეგიონებსა და ოკუპირებულ ყირიმზე შეტევაა.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კრასნოდარის მხარეში საზღვაო ტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ტემრიუკის რაიონში მდებარე საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
- კონდრატიევის ცნობით, ხანძარს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 96 თანამშრომელი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა ებრძვის.
ამ ფონზე კი ცნობილი ხდება ვლადიმერ პუტინის ახალი მოთხოვნის შესახებაც - რუსეთის დიქტატორი ლიდერი მოითხოვს, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გაძლიერდეს იმისთვის, რომ უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო დარტყმები ვეღარ განახორციელონ რუსულ ობიექტებზე.