უკრაინა რუსულ ლოჯისტიკას დრონებით უტევს
დონეცკის ოლქში რუსულ სამხედრო ლოჯისტიკაზე იერიშები გრძელდება. Telegram-არხებზე ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ უტევენ უკრაინული კამიკაძე დრონები საავტომობილო მაგისტრალებზე მოძრავ რუსულ სამხედრო და სატვირთო მანქანებს. დარტყმების შედეგად ტექნიკა ზიანდება და მწყობრიდან გამოდის.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად ცდილობენ რუსეთის სამხედრო მომარაგების ხაზების შეფერხებას. დასავლური მედიის ცნობით, დრონების მასობრივი გამოყენებით ხორციელდება იერიშები გზებზე, რომლებსაც რუსული არმია სამხედრო ტვირთებისა და საწვავის გადასაზიდად იყენებს.
გამოცემა The Guardian-მა ერთ-ერთ ასეთ მარშრუტს „სიკვდილის გზატკეცილიც“ კი უწოდა. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული დრონების კამპანიამ რუსეთის ლოჯისტიკას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა და გარკვეულ მონაკვეთებზე სატვირთო მოძრაობა საგრძნობლად შეამცირა