ხარკოვში, რუსეთის მასირებული შეტევისას მაშველები დაიღუპნენ
ხარკოვში, რუსეთის მასირებული შეტევისას მაშველები დაიღუპნენ - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტზე დარტყმით გამოწვეული ხანძრის ქრობისას განმეორებითი დარტყმა იყო, რის შედეგადაც დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 5 მაშველი და კიდევ 5 დაიჭრა.
რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვის ორ რაიონში დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, 14 ივნისის საღამოს რუსული დრონმა ხარკოვის ხელოვნების მუზეუმის შენობა დააზიანა. შენობაში ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა და მუზეუმის თანამშრომლებმა ექსპონატების გადასარჩენად სასწრაფო ზომები მიიღეს.