აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია

15.06.26 10:22
აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია.  ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნავს, რომ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე და და აშშ მოხსნის ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას.

"ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება სრულად დასრულებულია. ვულოცავ ყველას!

სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებ ჰორმუზის სრუტის გახსნას გადასახადის გარეშე, ამავე დროს, ბრძანებას გავცემ შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ მოხსნის შესახებ.

მსოფლიოს გემებო, დაქოქეთ ძრავები. დაე, ნავთობმა იდინოს!", - წერს ტრამპი.

პაკისტანში კი აცხადებენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. მემორანდუმის ტექსტზე საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს თეირანშიც.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტი აშშ-ის მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის 30 დღის ვადაში მოხსნას ითვალისწინებს.

ირანული მედია იწყება, რომ მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება და მოიცავს : მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში; აშშ-ის ვალდებულებას, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში; აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა 30 დღის ვადაში; აშშ-ის ძალების ირანიდან გაყვანას; ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას 30 დღის ვადაში.

ამასთან, შეთანხმების შესაბამისად, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ირანისთვის მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რეკონსტრუქციის გეგმები უნდა წარადგინონ, ირანის ნავთობ და ენერგო პროდუქტებზე დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს, ირანმა უნდა დაადასტუროს ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს, აშშ-მა კი უნდა აიღოს ვალდებულებს, რომ რეგიონში ძალების რაოდენობას არ გაზრდის და ახალ სანქციებს არ დააწესებს.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პუნქტები ოფიციალურად, ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას არ დაუდასტურებია.