საქართველოში დღეს სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ჩამოდის

15.06.26 10:41
საქართველოში დღეს სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ჩამოდის

საქართველოში დღეს სერბეთის პრეზიდენტს ელოდებიან - ალექსანდარ ვუჩიჩი ჩვენს ქვეყანაში მეუღლესა და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოდის. 

როგორც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია იუწყება,  სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.