"დაელოდეთ ახალ ამბებს" - ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი ვლადიმერ პუტინს

15.06.26 20:54
"დაელოდეთ ახალ ამბებს" - ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი ვლადიმერ პუტინს

ასე ეხმაურება უკრანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ჟურნალისტს ეუბნება, რომ "ახალ ამბებს დაელოდონ". 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "საჭიროა სამართლიანი პასუხი რუსეთის ამ დარტყმაზე". 

ზელენსკის ცნობით, მან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთელ დიპლომატიურ გუნდს დაავალა მაქსიმალურად გაააქტიურონ ყველა კონტაქტი პარტნიორებთან, რათა ამ და მომავალი კვირის საერთაშორისო ღონისძიებებმა მოიტანოს რეალური შედეგები მათი თავდაცვის გასაძლიერებლად. 

კიევში ცნობილია 35 დაზარალებულის შესახებ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რუსეთის ამ მასირებული დარტყმის შედეგად დაჭრილია 53 ადამიანი და ცნობილია 11 დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ ყველა მათ ოჯახის წევრსა და ახლობელს.

ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ამ თავდასხმის შედეგებსა და საჭირო რეაგირებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნების ლიდერები, საზოგადოებრივი ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები არ გაჩუმდნენ. დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთელ ჩვენს დიპლომატიურ გუნდს, დღეს მაქსიმალურად გაააქტიურონ ყველა კონტაქტი პარტნიორებთან, რათა ამ და მომავალი კვირის საერთაშორისო ღონისძიებებმა მოიტანოს რეალური შედეგები ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსეთზე გლობალური ზეწოლისთვის ამ ომის გამო. საჭიროა სამართლიანი პასუხი რუსეთის ამ დარტყმაზე," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი