პუტინის შავი ხუთშაბათი - მოსკოვი იწვის

18.06.26 21:33
პუტინის შავი ხუთშაბათი - მოსკოვი იწვის

 

 

მოსკოვი იწვის - უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე ყველაზე მასშტაბური დრონებით თავდასხმა მოაწყო. დილიდან უკრაინამ ასობით დრონი გაუშვა და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი განსაკუთრებულად დაცულ ადგილად ითვლება,  დრონებმა  საჰაერო თავდაცვის რამდენიმე რგოლი გადალახეს და სამიზნეს მაინც მიაღწიეს.  მოსკოვის მერი ამტკიცებს, რომ 194 დრონი მოიგერიეს.  

უკრაინის მთავარი სამიზნე მოსკოვის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. კაპოტნიას ქარხანა გაზპრომ ნეფტს ეკუთვნის და 12 მლნ ტონა ნავთობს გადაამუშავებს წლიურად. მოსკოვს ბენზინის და დიზელის ნახევარს ეს ქარხანა აწვდიდა.

ქარხნის მინიმუმ ორი რეზერვუარი აფეთქდა, ამ კადრებში კარგად ჩანს დრონით შეტევის შემდეგ როგორ მოსწყდა ცეცხლმოკიდებულ საცავს სახურავი. ეს უკვე მეორე შეტევაა ბოლო სამ დღეში მოსკოვის ყველაზე დიდი ნავთობქარხანაზეე!!

ადგილობრივები აქვეყნებენ ფანჯრის რაფებზე, ავტომობილებზე დარჩენილი ნავთობის კვალის ვიდეოებს და ამას ნავთობის წვიმას უწოდებენ.

რუსეთში უკვე საწვავის კრიზისია - მოსკოვსა და პეტერბურგში ბენზინგასამართ სადგურებზე შეზღუდვები დაწესდა და დიდი მოცულობით საწვავი აღარ გაიცემა. დრონების თავდასხმის გამო დაიხურა მოსკოვის ყველა აეროპორტი, გადაიდო ფრენები , ავიაკომპანიები განრიგს ცვლიან.

მოსკოვზე შეტევის შემდეგ პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ეს სრულიად გამართლებული პასუხია. თუ კიევი იწვის, მოსკოვიც დაიწვება.

ლიკა ჯანყარაშვილის სიუჟეტი ნახეთ აქ