ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა

25.06.26 10:01
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა. არსებული ინფორმაცია ბიძგების სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. დანგრეულია სახლები. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, შესაძლოა, ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10000 ადამიანზე მეტი იყოს.

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესი ამბობს, რომ ათობით შენობა ჩამოინგრა. ამჟამად კი ინტენსიურ სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინონ მაშველებმა. 

მისი თქმით, ჯერჯერობით ცნობები არ არის კარაკასის მახლობლად მდებარე ლა-გუაირას შტატის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.