ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა - ზელენსკი

25.06.26 10:21
ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა.

"სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, ისინი დაშალეს თუ არა. თუმცა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდები და ანგარიშს ყოველდღიურად ვიღებ. ფაქტი ისაა, რომ დღეს რეტრანსლატორები აღარ მუშაობს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსგან მოითხოვა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან მოეხსნათ რეტრანსლატორები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შაჰედების დასამიზნებლად იყენებს. 

ბელარუსს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.