Reuters: რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა

11.07.26 15:10
Reuters: რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხში, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს, გემებისთვის მიმოსვლა შეაჩერა.

როგორც Reuters-ი წერს, დონ-აზოვის არხში მიმოსვლის შეჩერებამ შესაძლოა გავლენა რუსული ხორბლის ექსპორტის მეოთხედზე მოახდინოს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, პარასკევს თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 13 ნავთობტანკერს დაარტყეს.