ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ფონზე აშშ-მა ირანის 140 სამხედრო ობიექტი დაბომბა
აშშ-მა ირანზე ავიადარტყმების გფანახორციელა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც, ოფიციალური ვაშინგტონის ინფორმაციით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში მცურავ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე „შემდგომ შეტყობინებამდე“ დახურა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, მიმდინარე კვირაში ეს ირანზე განხორციელებული დარტყმების მესამე ეტაპია. ავიაიერიშების სამიზნე 140 სამხედრო ობიექტი გახდა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილები, საკომუნიკაციო ქსელები და სანაპირო სათვალთვალო პოზიციები.
საპასუხოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იორდანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას შეუტია. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, ირანიდან გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინიც ჩაერთნენ.