ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი მოულოდნელად გარდაიცვალა

12.07.26 10:53
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი მოულოდნელად გარდაიცვალა

შაბათს, 11 ივლისის საღამოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი. ამის შესახებ მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, სენატორი „ხანმოკლე და უეცარი ავადმყოფობის“ შედეგად გარდაიცვალა.

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობას უხდის ყველას ლოცვებისთვის და ამ უკიდურესად მძიმე პერიოდში მათი პირადი სივრცის პატივისცემას ითხოვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ პარასკევს, 10 ივლისს, ლინდსი გრემი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები