Reuters-ი: უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ პარლამენტს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პალატის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს, რომ: "პარლამენტი ამ საკითხს უახლოეს მომავალში, დადგენილი პროცედურის შესაბამისად, განიხილავს".
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი მთავრობის ფორმირების საპარლამენტო პროცედურა შესაძლოა, სამშაბათს, 14 ივლისს დაიწყოს.