ჰორმუზის სრუტეში ირანის სარაკეტო დარტყმას მეზღვაური ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორ ტანკერზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაშავებულებს შორის ექვსი ინდოეთის, ორი კი უკრაინის მოქალაქეა. ორივე ტანკერი ხანძრის შედეგად დაზიანდა, თუმცა ეკიპაჟებმა ვითარების კონტროლი შეძლეს.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავდასხმა დაგმეს და განაცხადეს, რომ ესკალაციაზე პასუხის გაცემის უფლება აქვთ. თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ დააზიანა ორი „წესების დამრღვევი“ სუპერტანკერი, რომლებმაც, მათი მტკიცებით, გაფრთხილებები უგულებელყვეს და სანავიგაციო სისტემები გამორთეს.