სამხრეთ მექსიკის სანაპიროსთან 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
სამხრეთ მექსიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.3 მაგნიტუდა იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი კილეს სერდანიდან სამხრეთ-დასავლეთით 48 კილომეტრში (30 მილი) მდებარეობდა, ჩიაპასის სანაპიროსთან ახლოს და 15 კილომეტრის (9 მილი) სიღრმეზე. მას წინ უძღოდა უფრო მცირე ზომის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი ოკეანეში ოდნავ უფრო ღრმად მდებარეობდა.
მიწისძვრის შედეგად მსხვერლის ან მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.
მიწისძვრამ წარმოქმნა ცუნამის აქტიური საფრთხეები წყნარი ოკეანის ნაწილებში.