საპროტესტო აქციები უკრაინაში - ხალხი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მიხაილო ფედოროვის დაბრუნებას ითხოვს
უკრაინის დიდ ქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. ხალხი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მიხაილო ფედოროვის დაბრუნებას და გენერალიტეტის რეფორმირებას ითხოვს.
კიევში, ლვოვში, ხარკოვში, ოდესასა და სხვა ქალაქებში მოსახლეობა ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფედოროვი თანამდებობიდან გადააყენა.
მხოლოდ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათი ათასამდე ადამიანი ზედიზედ მეორე დღეა სკანდირებს „დააბრუნეთ ფედოროვი“.
აქციის მონაწილეთა შორის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და სპორტსმენებიც არიან. თანამდებობიდან გათავისუფლებულმა 35 წლის ფედოროვმა, რომელიც უკრაინული არმიის ტექნოლოგიური მოდერნიზაციისა და დრონების რევოლუციის მთავარ არქიტექტორად მიიჩნევა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი მკაცრად გააკრიტიკა და მისი შეცვლა მოითხოვა.