ბაჰრეინის, ქუვეითის და იორდანიის ხელისუფლებები ირანის მხრიდან თავდასხმების შესახებ იუწყებიან
ბაჰრეინის, ქუვეითის და იორდანიის ხელისუფლებები ირანის მხრიდან მორიგი იერიშების შესახებ იუწყებიან - როგორც ბაჰრეინის თავდაცვის ძალები X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ბაჰრეინის სამხედრო ძალებმა ირანის რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს.
აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინში აშშ-ის მე-5 ფლოტის შტაბ-ბინა მდებარეობს.
ამასთან, ქუვეითის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანმა ელექტროენერგიის გამომუშავებისა და წყლის გამტკნარების ქარხანაზე შეტევა განახორციელა, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის საპასუხოდ, ხელისუფლებამ სიფრთხილის ზომები მიიღო, მათ შორის რამდენიმე გენერატორი დროებით გათიშა.
ამასთან, იორდანიის სახელმწიფო მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დღეს დილით 10 ირანული რაკეტა მოიგერია.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ძალებმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის ძალებსა და ობიექტებზე იერიში მიიტანეს.