ინდოეთმა კოსმოსში პირველი კერძო ორბიტალური რაკეტა გაუშვა
ინდოეთმა კოსმოსში პირველი კერძო ორბიტალური რაკეტა გაუშვა.
18 ივლისს „Skyroot Aerospace“-ის მიერ დედამიწის დაბალ ორბიტაზე მცირე თანამგზავრების გადასატანად შექმნილი რაკეტა „ვიკრამ-1“ სრიჰარიკოტაში მდებარე „სატიშ დავანის“ კოსმოსური ცენტრიდან ხმამაღალი შეძახილების ფონზე აფრინდა.
„გამარჯობა, კოსმოსო, ჩვენ მოვედით!“ - დაწერა „Skyroot Aerospace“-მა X-ზე პოსტში.
„ვიკრამ-1“-ის სიმაღლე დაახლოებით შვიდსართულიანი შენობის სიმაღლისაა და შეუძლია 350 კილოგრამამდე წონის ტვირთის გადატანა.
ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ ეს წამოწყება შეაფასა, როგორც „ინდოეთის კოსმოსური მოგზაურობის განმსაზღვრელი მომენტი“.