რუსეთში, მიხაილოვსკის ნავთობბაზაზე დრონების თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

19.07.26 11:41
რუსეთში, მიხაილოვსკის ნავთობბაზაზე დრონების თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული კამიკაძე დრონების იერიშები გრძელდება. ამჯერად შეტევის სამიზნე სტავროპოლის მხარეში, ქალაქ მიხაილოვსკში მდებარე ნავთობბაზა გახდა.

სოციალურ ქსელებსა და Telegram-არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დრონების დარტყმის შემდეგ ობიექტზე ერთდროულად ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა და ტერიტორია ცეცხლის ალში გაეხვა. ადგილობრივი ცნობებით, ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხაილოვსკის ნავთობბაზა ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინული უპილოტო აპარატების სამიზნე უკვე არაერთხელ გახდა.

მსგავსი სიახლეები