ზელენსკი: უკრაინამ სტავროპოლის მხარეში სამ ნავთობბაზასა და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა

19.07.26 18:56
ზელენსკი: უკრაინამ სტავროპოლის მხარეში სამ ნავთობბაზასა და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სტავროპოლის მხარეში მდებარე სამ ნავთობბაზაზე, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იმავე რეგიონში საწვავის სექტორის კიდევ ერთ ობიექტზე იერიში მიიტანეს.

ზელენსკის თქმით, შავ ზღვაში ასევე დაფიქსირდა ზუსტი დარტყმები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ ტანკერზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საზღვაო დრონმა „მამაი"-მმა წარმატებით დააზიანა ტანკერი Avero, რომელიც დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთში, ტრანსპორტირებაში მონაწილეობდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სტავროპოლის მხარეში მდებარე სამივე ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, სამიზნეები უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 600 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, ხოლო იერიშის შედეგად აფეთქდა საწვავისა და საპოხი მასალების რეზერვუარები.