დრონების ომი რუსეთის სიღრმეში - იერიშები ნავთობბაზებზე, ტანკერებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე
უკრაინა რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ დრონულ იერიშებს აგრძელებს. ბოლო დღეებში სამიზნე გახდა ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები, საწვავის ბაზები, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები და უმსხვილესი ონლაინ-რიტეილერის, „ვაილდბერიზის“, ლოგისტიკური ცენტრები. რუსული მედიისა და ოფიციალური ცნობების მიხედვით, რამდენიმე ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მხარის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. რუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ დრონების ნაწილი გაანადგურა, თუმცა იერიშების შედეგად დაზიანდა არაერთი ობიექტი. გავრცელებული ცნობებით, დაშავებულია ათეულობით ადამიანი, ხოლო დაღუპულთა ზუსტ რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.