უკრაინელებმა რუსეთში პოდოლსკის ნავთობბაზა დაბომბეს - იწვის Wildberries-ის ლოგისტიკური ჰაბიც

20.07.26 10:11
უკრაინელებმა რუსეთში პოდოლსკის ნავთობბაზა დაბომბეს - იწვის  Wildberries-ის ლოგისტიკური ჰაბიც

უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს - დაარტყეს ნავთობსაცავსა და რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრს. 

ქალაქ პოდოლსკში ნავთობსაცავზე დარტყმის შემდეგ ქალაქში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.

უნდა აღინიშნოს, რომ პოდოლსკში მდებარე ნავთობსაცავი კრემლიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად, იწყვის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინმაღაზია Wildberries-ის საწყობშიც. 

რამდენიმე საათის წინ, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით 400-ზე მეტი დრონი გაუშვა.

მერი ამბობს, რომ  85 დრონი მაშინ ჩამოაგდეს, როცა ისინი მოსკოვს უახლოვდებოდნენ.