შტატებმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა​

20.07.26 10:18
შტატებმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა​

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა.

დარტყმები უკვე მეცხრე ღამეა, გრძელდება, ხოლო სამიზნეს ირანის სამხედრო საზღვაო სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის ობიექტები წარმოადგენდა.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი იყო კიდევ უფრო შეემცირებინა ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებსა და სამოქალაქო მეზღვაურებს.

„CENTCOM-ის სამიზნეებს შორის იყო : ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო ობიექტები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გაშვების ადგილები და საკომუნიკაციო ქსელები“, - წერია განცხადებაში. 

ამასთან, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა „მტრის სამიზნეების“ მიმართულებით რაკეტების კიდევ ერთი ტალღა გაუშვა.