ოდესასთან სატვირთო გემზე დარტყმის შედეგად დაღუპული მეზღვაურების რიცხვი 10-მდე გაიზარდა

20.07.26 13:24
ოდესასთან სატვირთო გემზე დარტყმის შედეგად დაღუპული მეზღვაურების რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ოდესის პორტთან რუსების დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი  გაიზარდა - სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ოპერაციის დასრულების შემდეგ,  უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ დაადასტურა დაკარგულად მიჩნეული 4 მეზღვაურის დაღუპვის ფაქტი. მანამდე ცნობილი იყო, რომ დაიღუპა გემზე მყოფი 6 მეზღვაური - სირიის, ინდოეთის და უკრაინის მოქალაქეები.

საერთო ჯამში ათ დაღუპულს შორისაა უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ლოცმანი, რომელიც დარტყმის დროს გემზე იმყოფებოდა.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, 19 ივლისს, უკრაინის ოდესის პორტის მახლობლად, შავ ზღვაში, სარაკეტო დარტყმა იყო გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ სატვირთო გემზე GOLDEN LEO. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, გემს სიმინდი მიჰქონდა.