მასშტაბური იერიშების ახალი ტალღა - აშშ-მა ირანზე მორიგი დარტყმები განახორციელა
ამერიკამ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშების მორიგი ტალღა წამოიწყო. მაღალი სიზუსტის დარტყმები მიყენებულია ირანის სამხედრო მართვის ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სანაპირო მეთვალყურეობის ობიექტებზე.
განადგურებულია საზღვაო სამხედრო ინფრასტრუქტურა, ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გასაშვები პოზიციები, იერიში მიიტანეს კავშირგაბმულობის კვანძებზეც.
ვაშინგტონის განცხადებით, ოპერაციის მთავარი მიზანი ირანის იმ სამხედრო პოტენციალის განადგურებაა, რომლითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებსა და საერთაშორისო ნაოსნობას ემუქრება.
საჰაერო იერიშების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე ირანის რაკეტულ შეტევას ამერიკელი სამხედროები ემსხვერპლნენ.
ირანი თითოეული ამერიკელის სიცოცხლისთვის „დიდ საფასურს გადაიხდის“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.