რუსეთში, პსკოვის ოლქში ბენზინის მარაგებზე რეიდები ტარდება - მოსახლეობას აჯარიმებენ

21.07.26 10:27
რუსეთში, პსკოვის ოლქში ბენზინის მარაგებზე რეიდები ტარდება - მოსახლეობას აჯარიმებენ

რუსეთის პსკოვის ოლქში სამართალდამცველებმა ადგილობრივ მოსახლეობაში ბენზინის მარაგების გამოსავლენად რეიდები დაიწყეს. შემოწმებები საცხოვრებელ სახლებთან და ავტოფარეხების კოოპერატივებშიც ტარდება.

გუბერნატორ მიხაილ ვედერნიკოვის განცხადებით, მოქალაქეების ნაწილს ავტოფარეხებში დიდი რაოდენობით საწვავი ჰქონდა შენახული, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევად ითვლება. ყველა გამოვლენილი დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული ოქმია შედგენილი, ხოლო ჯარიმა 5 000-დან 15 000 რუბლამდე მერყეობს.

მისივე თქმით, რეგიონში საწვავის მიწოდების მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება, თუმცა ოლქის უმეტეს რაიონში AI-95 მარკის ბენზინის დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება.

მსგავსი სიახლეები