ნიკარაგუის პრეზიდენტმა, რომელიც ამ პოსტს უკვე 19 წელია იკავებს, ქვეყანაში არჩევნები გააუქმა

21.07.26 16:52
ნიკარაგუის პრეზიდენტმა, რომელიც ამ პოსტს უკვე 19 წელია იკავებს, ქვეყანაში არჩევნები გააუქმა

ნიკარაგუის პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ, რომელიც ამ პოსტს უკვე 19 წელია იკავებს, ქვეყანაში არჩევნები გააუქმა 

მიზეზად ორტეგამ ოპოზიციის ხელისუფლებაში არ მოსვლა დაასახელა. ანალიტიკოსებმა ეს გადაწყვეტილება ოჯახურ დიქტატურაზე საბოლოო გადასვლად შეაფასეს.

აქ აღარ ჩატარდება არჩევნები, რათა მათ [ოპოზიციამ] ვეღარ სცადონ მთავრობისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. დასრულდა ის დრო, როდესაც იანკების და სომოსისტების მხარდაჭერილი პარტიები ხელისუფლებაში ბრუნდებოდნენ, ეს აღარასდროს განმეორდება“ - განაცხადა დანიელ ორტეგამ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე წლის წინ ორტეგას მთავრობა დიქტატურად გამოაცხადა და სანქციები დაუწესა ნიკარაგუის 2 350-ზე მეტ ოფიციალურ პირსა და მათი ოჯახის წევრებს.

მსგავსი სიახლეები