მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ვასილე ტოფანის ახალი მთავრობის დამტკიცებას მმართველი PAS პარტიის 53-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ტოფანმა აღნიშნა, ახალ მთავრობას ხუთი პრიორიტეტი ექნება: ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ქვეყნის მოდერნიზაციისთვის გამოყენება, სახელმწიფო სისტემის ოპტიმიზაცია, უსაფრთხოების გაძლიერება და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.