უკრაინამ რუსეთის ქალაქებში, კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberries-ის საწყობები დაბომბა

22.07.26 10:02
უკრაინამ რუსეთის ქალაქებში, კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberries-ის საწყობები დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ქალაქებში, კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberries-ის საწყობები დაბომბა.

ადგილობრივი გვერდების ცნობით, დარტყმების შედეგად კრასნოდარის გარეუბანში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. მცხოვრებლები ქალაქიდან ავრცელებენ კადრებს, სადაც ხანძრის რამდენიმე კერა ჩანს.

Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმა დაადასტურა კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა კიმმააც.

„კრასნოდარსა და ნევინომისკში მდებარე ჩვენს ლოგისტიკურ ცენტრებზე წუხელ თავდასხმა განხორციელდა. ვთანამშრომლობთ შესაბამის სამსახურებთან შედეგების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა ტატიანა კიმმა.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები.

მსგავსი სიახლეები