რუბიომ და ლავროვმა უკრაინაზე ილაპარაკეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში შეხვედრა გამართეს. [შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შედგა] ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
რუბიოსა და ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 37 წუთს გაგრძელდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა „აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობის საკითხი“ განიხილეს.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ელისონ ჰუკერი და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სერგიო გორი.
რაც შეეხება რუსეთის მხარეს, შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი დრობინინი ესწრებოიდნენ.