რაზე ისაუბრა ლავროვმა რუბიოსთან რუსეთის საგარეოს ინფორმაციით
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვმა მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად რუსეთის მზადყოფნა დაადასტურა.
უწყების მტკიცებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებებზე აღნიშნა, რომ მოსკოვი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების ერთგულია.
განცხადების თანახმად, ლავროვმა და რუბიომ რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიების მუშაობის პირობების ნორმალიზების საკითხიც განიხილეს.
ფილიპინებში გამართულ შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ საერთაშორისო საკითხებზეც ისაუბრეს.
მათივე თქმით, განხილულ იქნა რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, მათ შორის სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება.