რუსეთის რამდენიმე რეგიონს დრონებმა შეუტიეს - დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
23 ივლისის ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა. ვორონეჟში, მონიტორინგის არხების ინფორმაციით, ერთ-ერთი სავარაუდო სამიზნე Wildberries-ის ლოგისტიკური ჰაბი იყო.
ამავე დროს, ულიანოვსკის ოლქის ნოვოსპასკში აფეთქებების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი რუსკიხმა დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს დაესხნენ თავს. მისი თქმით, ადგილზე ხანძრის ლიკვიდაციაზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
მონიტორინგის არხების ინფორმაციით, ნოვოსპასკში დაზიანდა თხევადი აირის ბაზა „НС-Ойл“, ხოლო დრონებმა ბაშკირეთამდეც მიაღწიეს, სადაც დარტყმის ქვეშ მოექცა „სუბხანკულოვოს“ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური - მაგისტრალური ნავთობსადენის მნიშვნელოვანი ობიექტი.