რუსეთში Wildberries-ის რამდენიმე საწყობი თავდასხმის სამიზნე გახდა
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, სიმფეროპოლსა და სხვა რეგიონებში ღამით აფეთქებების სერია მოხდა. დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა Wildberries-ის ორ სასაწყობე კომპლექსში - სანქტ-პეტერბურგის შუშარებსა და უტკინის ქარხანაში, ასევე სიმფეროპოლის დახარისხების ცენტრში. კომპანია ადასტურებს, რომ ორივე ობიექტის მუშაობა დროებით შეჩერებულია, ხოლო სიმფეროპოლში პერსონალი ევაკუირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით შესაძლოა ტვერის საწყობიც დაზიანდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.