აშშ-მა ირანის სამხედრო ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანეს. დარტყმის სამიზნეებს შორის იყო რაკეტებისა და დრონების საწყობები, საზღვაო ინფრასტრუქტურა, სანაპირო სათვალთვალო პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
CENTCOM-ის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ირანის სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო შესუსტებაა. ასევე აღნიშნულია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია რჩება და კომერციული გემების გადაადგილება აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით შეუფერხებლად გრძელდება.
აშშ ირანის სამხედრო სამიზნეებს უკვე ზედიზედ მე-13 დღეა უტევს.