სარაკეტო თავდასხმა რუსეთის კიროვის ოლქის ქარხანაზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები
სარაკეტო თავდასხმა რუსეთის კიროვის ოლქის ქარხანაზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები. გუბერნატორ ალექსანდრე სოკოლოვის განცხადებით, იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით, დარტყმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია.
„კიევის რეჟიმის მიერ კიროვში ქარხანაზე თავდასხმის შედეგად, სამწუხაროდ, 32 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი ადგილზე გარდაიცვალა“, - აღნიშნა გუბერნატორმა.