თუ რუსეთი კვლავ საბჭოთა კავშირი გახდება, ეს უკვე აშშ-ისთვის საშიში იქნება - ზელენსკი

25.07.26 12:31
თუ რუსეთი კვლავ საბჭოთა კავშირი გახდება, ეს უკვე აშშ-ისთვის საშიში იქნება - ზელენსკი

თუ რუსეთი კვლავ საბჭოთა კავშირი გახდება, ეს უკვე აშშ-ისთვის საშიში იქნება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტთან, ლორა ლუმერთან ინტერვიუში განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, საბჭოთა კავშირის აღდგენა, პირველ რიგში, სწორედ შტატებისთის იქნება ეგზისტენციალური საფრთხე, რადგან მისი განცხადებით, მოსკოვისა და პეკინის ალიანსი მსოფლიოში უდიდეს იმპერიას და ისეთ არმიას შექმნის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალას გადააჭარბებს.

თუ რუსეთი ახალ საბჭოთა კავშირად იქცევა, ეს უპირველეს ყოვლისა ამერიკისთვის იქნება საშიში…. თუ მათ ექნებათ საბჭოთა კავშირი, თქვენ მიიღებთ ჩინეთს და საბჭოთა კავშირს ერთად — უდიდეს იმპერიასა და უდიდეს არმიას მსოფლიოში. ისინი ნამდვილად შეერთებულ შტატებზე ძლიერები იქნებიან და ეს თქვენთვის საშიში იქნება“, —  თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სწორედ უკრაინა რჩებოდა ამ წლების განმავლობაში „კედლად“, რომელმაც ამ სცენარის განხორციელებას ხელი შეუშალა.

„უკრაინა თავისთავად იყო დაბრკოლება პუტინის ყველა ამ ოცნებისთვის. ეს არის კედელი. თქვენ გადაიხადეთ ამ კედლისთვის — და სწორედ ამიტომ, ისინი ვერ შეძლებენ სსრკ-ის აღდგენას“, — აღნიშნა ზელენსკიმ.