ყაზახეთის პრეზიდენტმა პუტინს შეხვედრაზე უკრაინასთან ომის გაყინვისკენ მოუწოდა - რა რეაქცია ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტს
ომსკში ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის ლიდერს უკრაინის წინააღმდეგ ომის "გაყინვისკენ" მოუწოდა.
როგპრც თოაყაევი ამბობს, ის "მრავალ სიგნალს" იღებს აშშ-სგან და ევროპისგან რუსეთსა და უკრაინას შორის "კონფლიქტურ სიტუაციასთან" დაკავშირებით.
"საქმე არ ეხება რაღაც სამოქალაქო ომს. მუდამ პატივისცემით ვეკიდებოდით უკრაინელ ხალხს, მათ კულტურასა და ენას და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის სულაც არაა გასაგები, მათ შორის ჩვენთვისაც. დავუშვათ, რომ ყოფილიყო კონფლიქტი, მათ შორის გაყინული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - აქ კონფლიქტის არსი, ამ კონფლიქტის წარმომავლობა ჩვენთვის აბსოლუტურად ცხადი იყო. ეს ისტორიის სიღრმიდან მომდინარეობდა. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან რთული გასაგებია." - თქვა თოყაევმა.
მისივე სიტყვებით, "იქნებ უკვე ღირს ამ კონფლიქტის გაყინვა და სტამბოლის ფორმულა 2.0-ისთვის დაბრუნება, რადგან აქ მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შედეგი.
ყაზახეთის პრეზიდენტის საპასუხოდ პუტინმა თქვა, რომ შეხვედრის ფარგლებში თოყაევს "უკრაინის მიმართულებაზე" ინფორმაციას დეტალურად გააცნობს.