ევროკავშირმა რუსული „ინტერ რაო“ დაასანქცირა - რა გავლენა ექნება საქართველოს ენერგოსექტორზე?

26.07.26 10:10
ევროკავშირმა რუსული „ინტერ რაო“ დაასანქცირა - რა გავლენა ექნება საქართველოს ენერგოსექტორზე?

ევროკავშირმა რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანი რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებისთვის გამოყენებული ფინანსური და ენერგეტიკული რესურსების შეზღუდვაა.

ექსპერტების შეფასებით, გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოზეც, რადგან „ინტერ რაო“ არაპირდაპირ ფლობს „თელასის“, „თელმიკოს“ და „ხრამი ჰესების“ წილებს. მათი თქმით, ეს ქართულ ენერგოკომპანიებს ევროპულ ბანკებთან ანგარიშსწორებასა და საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს გაურთულებს.

სანქციების შედეგად რუსულ კომპანიას ასევე ეზღუდება აქტივების მართვა, დივიდენდების მიღება და ფერხდება გარიგება, რომლის საშუალებითაც „თელასზე“ სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობდა.

მსგავსი სიახლეები