ღამის იერიში კიევზე - დაიწვა მრავარლსართულიანი კორპუსები და ავტომობილები

26.07.26 10:17
ღამის იერიში კიევზე - დაიწვა მრავარლსართულიანი კორპუსები და ავტომობილები

რუსეთმა 26 ივლისის ღამით კიევზე დრონებით იერიში მიიტანა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად ხანძრები გაჩნდა დესნიანსკის, შევჩენკოსა და სოლომენსკის რაიონებში.

დესნიანსკის რაიონში დაიწვა საწყობი და ავტოსადგომზე მდგომი 10 მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი. შევჩენკოს რაიონში ცეცხლი ოთხსართულიან მიტოვებულ შენობას გაუჩნდა, ხოლო სოლომენსკის რაიონში დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ჩამოვარდნილი ნამსხვრევები 18-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი მეშვიდე-მერვე სართულებზე გაჩნდა.

ხანძრები ლიკვიდირებულია, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები