რუსეთი ომის გასაგრძელებლად 30 ათას ჩრდილოკორეელ სამხედროს ამზადებს - ზელენსკი

26.07.26 10:39
რუსეთი ომის გასაგრძელებლად 30 ათას ჩრდილოკორეელ სამხედროს ამზადებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება და შემოდგომაზე მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს. მისი თქმით, დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი დამატებით 30 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო მოსამსახურის მიღებას აპირებს, ხოლო ვორონეჟის ოლქში მათი განთავსებისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთს უკრაინაში კიდევ 30 000 ჩრდილოკორეელი სამხედრო მოსამსახურის შეყვანა სურს. მათი მისაღებად მზადება რუსეთის ვორონეჟის ოლქში ჯერ კიდევ ივნისიდან მიმდინარეობს, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართის დროს. 

ზელენსკი ასევე აცხადებს, რომ ფხენიანი რუსეთს ახალ ბალისტიკურ-სარაკეტო გამშვებ სისტემებსაც გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ კრემლის მიზანი მშვიდობა კი არა, ომის გაგრძელებაა.

მსგავსი სიახლეები