მასშტაბური ტყის ხანძრები ევროპაში – ევაკუირებულია 220 ათასზე მეტი ადამიანი
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. BBC-ის ინფორმაციით, საფრთხის ზონებიდან 220 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.
საფრანგეთში, ბორდოს მიმდებარე რეგიონებიდან, მათ შორის ჟირონდასა და ლანდებში, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი გაიყვანეს. ხანძრის ჩაქრობაში ქვეყნის შეიარაღებული ძალებიც ჩაერთნენ.
მძიმე ვითარებაა ესპანეთშიც, სადაც მადრიდის დასავლეთით სამი ხანძარი ერთ კერად გაერთიანდა. ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 25 ათას ადამიანს ევაკუაცია დაავალა, ხოლო 40 ათასამდე მცხოვრებს სახლების დატოვება აუკრძალა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ეს მადრიდის რეგიონის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარია.
ცეცხლმა უკვე 15 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. სამართალდამცველებმა ხანძრის შესაძლო გაუფრთხილებლობით გამოწვევის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, კიდევ ერთი კი გამოძიების ფარგლებში ფიგურირებს.