1 დაღუპული და 16 დაშავებული - ბერლინის პრაიდზე ფურგონი ხალხში შევარდა
ბერლინში, Pride-ის ღონისძიებაზე ფურგონის შევარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. გერმანიის პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დაადგინა, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, 21 წლის ეჭვმიტანილი ბერლინში მოქმედ ისლამისტურ წრეებთანაა დაკავშირებული. პოლიციამ მისი ფოტო გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, მისი შემჩნევის შემთხვევაში თავად არ მიუახლოვდნენ, რადგან შესაძლოა შეიარაღებული და სახიფათო იყოს.
თავდამსხმელის დასაკავებლად გერმანიაში მასშტაბური სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.