რუსულმა დრონმა ნატოს საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონი F-16 ტიპის გამანადგურებელმა შავ ზღვაზე, სულინას რაიონში, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებთან ჩამოაგდო. ოპერაცია ნატოს საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში განხორციელდა.
რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსეთის უპილოტო აპარატის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის უკვე მესამე შემთხვევაა. დრონი სულინადან დაახლოებით 12 კილომეტრში გაანადგურეს.
ნატოში ადასტურებენ, რომ ალიანსი ინციდენტს აკვირდება და რუმინეთთან მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება.