ირანი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე განხორციელებულ უკრაინულ დარტყმას უპასუხოდ არ დატოვებს
ირანი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო გემზე განხორციელებულ უკრაინულ დარტყმას უპასუხოდ არ დატოვებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, კიდევ ერთი დაშავდა.
განცხადებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში შორი მოქმედების დარტყმები მიიტანეს გემებზე, რომლებიც, კიევის მტკიცებით, რუსეთისთვის სამხედრო ტვირთს გადაჰქონდათ და ირანთან იყვნენ დაკავშირებული. ირანი ამ ქმედებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს და აცხადებს, რომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავს.