რუმინეთმა, მის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის შემდეგ, რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის შემდეგ, რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია და რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
რუმინეთის საგარეო უწყების ცნობით, სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და დრონის ნამსხვრევები აჩვენეს.
ამასთან, რუსეთის ელჩს აცნობეს, რომ რუმინეთში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქვეყანა ხუთი დღის ვადაში უნდა დატოვოს.