მედია: ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს ტელეფონის ესაუბრა

27.07.26 22:05
მედია: ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს ტელეფონის ესაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინს ტელეფონის ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მხარეებმა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგზე, კერძოდ, ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოშობილ საკითხებზე ისაუბრეს. 

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე სომხური საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ ჩარჩოსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს და ამ პრობლემების მოსაგვარებელი ზომების მიღება მოითხოვა," - წერს მედია. 

ასევე, მედია წერს, რომ საუბარი შეეხო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიმდინარე წლის მაისში მიღებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე სომხეთში რეფერენდუმის ჩატარებას ეხება.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს წარადგენს," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები